ცნობილები გადასახადებს მუდამ კეთილსინდისიერად რომ არ იხდიან, ეს ცნობილი ამბავია. სწორედ გადასახადების დამალვის გამო ჩასვეს ლეგენდარული გერმანელი ჩოგბურთელის, შტეფი გრაფის მამა ციხეში.
ძმები შუმახერებიც შვეიცარიის მოქალაქეები გახდნენ, რადგან გერმანული კანონმდებლობით მიღებული შემოსავალი მაღალი განაკვეთით იბეგრება.
ახლა კი გადასახადების გადაუხდელობის გამო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ცნობილ კოლუმბიელ მომღერალ შაკირას, რომელიც არანაკლებ ცნობილი ესპანელი ფეხბურთელის, პიკეს მეუღლეა.
44 წლის კოლუმბიელ მომღერალს ესპანური პროკურატურა ედავება 2012, 2013 და 2014 წლებში სახელმწიფო საგადასახადო სისტემისათვის 14, 5 მილიონი ევროს გადაუხდელობას.
გამოძიება 3 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. გამოძიებას აქვს სრული საფუძველი, პროკურატურამ აღძრას სისხლის სამართლის საქმე შაკირას წინააღმდეგ.
შაკირას განცხადებით, ის გადასახადს არ იხდიდა, რადგან არ ცხოვრობდა ესპანეთში. იმ პერიოდში შაკირა ცხოვრობდა ბაჰამის კუნძულებზე.
მაგრამ საგადასახადოს ინსპექტორები სხვაგვარად ფიქრობენ. მათი თქმით, იმ პერიოდში შაკირამ წელიწადში 183 დღე გაატარა ესპანეთში. შესაბამისად, მას სახელმწიფოსთვის უნდა გადაეხადა ესპანეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული რაოდენობის გადასახადი.
ინსპექტორებს არც ის გამორჩენიათ, რომ ჟერარ პიკე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა და რომ აქვე შეეძინა ორივე შვილი: მილანა და საშა.
განაგრძეთ კითხვა