მომღერალი ნინი ბადურაშვილი ცნობილი ოჯახის გამო ბავშვობიდან მუდმივად ექცეოდა ყურადღების ცენტრში და ინტერესი მისი პირადი ცხოვრებისა თუ კარიერის მიმართ დღემდე არ ცხრება. ნინი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს. ის, მუსიკალური კარიერის პარალელურად, ერთ-ერთი პოპულარული შოუს თანაწამყვანიცაა და ტელეეკრანზე ხშირად ჩანს. მისი გარეგნობა და სტილი კი გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის იმსახურებს დადებით შეფასებას.
ამჯერად, ნინი ბადურაშვილი „ინსტგრამსთორის“ საშუალებით გამომწერებს ახალი წამოწყების შესახებ უზიარებს ინფორმაციას. როგორც აღმოჩნდა, მომღერალი საკუთარ კოსმეტიკურ ხაზს, „NB Beauty”-ს უშვებს: „ბევრი კითხვა მომდის ტუჩსაცხებთან დაკავშირებით. NB Beauty უკვე მალე გამოვა და შეგეძლებათ, რომ შეიძინოთ „ინსტაგრამის“ საშუალებით. სანამ ოფიციალურად გაიყიდება, ვინც ბათუმში ხართ, შეგიძლიათ, მაღაზია „შოპაჰოლიკში“ მიხვიდეთ, აარჩიოთ და შეიძინოთ“ -ამბობს ნინი ბადურაშვილი.
ვიდეოდან ირკვევა, რომ ნინი ბადურაშვილის მიერ შექმნილმა კოსმეტიკამ მომღერლის მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>