ნანუკა ჟორჟოლიანს საქართველოში ბევრი იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და სოციალურ ქსელშიც ხშირად აზიარებს საკუთარ ფოტოებს. ნანუკა არც პირად ცხოვრებასა და საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბარს ერიდება და გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას იღებს.
ამჯერად ჟურნალისტი „ინსტაგრამსთორიში“ დასმულ კითხვებს პასუხობს და წერს, რომ ზედმეტი ფიქრი მას ხშირად უქმნის დისკომფორტს: „ჩემი ყველა პრობლემა ფიქრებიდან იწყება და როგორც კი ვატყობ, რომ ბევრი მომდის, მაშინვე მოქმედებას ვიწყებ. იარეთ, ირბინეთ, ილაპარაკეთ და იძინეთ“. ნანუკა გამომწერებს ურჩევს, რომ სხვისი აზრის გამო თავი არ შეიზღუდონ, რადგან "ერთხელ ვიბადებით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ბედნიერებისთვის".
ნანუკას შვილების შესახებაც ეკითხებიან, არის თუ არა მკაცრი დედა. თავად ტელეწამყვანი ფიქრობს, რომ მათ სრულ თავისუფლებას აძლევს: „ჩემს შვილებს ვაძლევ სრულ თავისუფლებას. ვუსრულებ ყველა სურვილს, არაფერზე უარს არ ვეუბნები. ერთადერთი, რაზეც მათ ვუბრაზდები, სწავლაა. მარიამი თვლიდა, რომ მკაცრი ვიყავი და დღეს ძალიან მადლიერია იმ სიმკაცრის. საბაც თვლის, რომ მკაცრი ვარ, მაგრამ რომ გაიზრდება და ცხოვრებაში ბევრ სიკეთეს მოუტანს განათლება, რომელსაც ახლა იღებს, ისიც მადლობელი იქნება“ - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი. როგორც ჩანს, პანდემიის პირობებში, ნანუკა შვილების მიმართ მართლაც იჩენს სიმკაცრეს და უმცროსი შვილის, საბა კოდუას კითხვას, ისტრესება თუ არა ბავშვი, როცა მას გარეთ არ უშვებენ, პასუხობს, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ასე ჯობს: "გარეთ გასვლას გიკრძალავ იმიტომ, რომ კოვიდია. სტატისტიკა ამბობს, რომ ბავშვების ამხელა მაჩვენებელი, ინფიცირებული არასდროს ყოფილა და სტრესი მერე ნახე შენ, კოვიდი თუ დაგემართა".
ჟურნალისტი გამომწერების მხრიდან უამრავ კომპლიმენტს იღებს, თავად კი წერს, რომ მისთვის მთავარი გამოწვევა ახლა ასაკია: „ახლა ჩემი ცხოვრების მთავარი გამოწვევა ასაკია და მთავარ სიამოვნებასაც ვიღებ მასთან კონკურენციით. ასაკს აუცილებლად ვაქცევ უბრალო ციფრებად“. ნანუკა წერს იმასაც, რომ ფორმის შენარჩუნებისთვის მუდმივად აკონტროლებს კვებასა და ძილს, იღებს წყალს და ვარჯიშობს. ის ვაქცინაციის თემასაც ეხმაურება: „აცრა ნიშნავს, რომ არ მოვკვდებით, იშვიათი გამონაკლისების გარდა. სიცოცხლე თუ გინდათ, უნდა აიცრათ“ - განმარტავს ნანუკა ჟორჟოლიანი.