შორენა ბეგაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ხშირად ჩნდება ტელეეკრანებზე და განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში. მისი ფოტოები „ინსტაგრამზე“ ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და უამრავ კომენტარს იმსახურებს.
შორენა შვილთან, ევა ბარბაქაძესთან ერთად ესპანეთში ისვენებს. დედა-შვილმა ბარსელონიდან უკვე არაერთი ფოტო გამოაქვეყნა და საზოგადოების მხრიდან უამრავი კომპლიმენტიც მიიღო. გამონაკლისი, ცხადია, არც შორენა ბეგაშვილის მიერ გაზიარებული ბოლო ფოტოებია, სადაც ის კამერის წინ საცურაო კოსტიუმით პოზირებს: „ქალის იდეალი ხარ“, „ყველაზე ლამაზი ქალი ხარ“, „საოცრად გამოიყურები, შორენა“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
როგორც ცნობილია, გასულ წელს შორენა ბეგაშვილი ბარსელონას საყვარელ მამაკაცთან, ლაშა ბარათელთან ერთად არაერთხელ ეწვია. ამჯერად კი ის დასასვენებლად შვილთან, ევა ბარბაქაძესთან ერთად იმყოფება.