რიანა ოფიციალურად მილიარდერია - ნახეთ, როგორ დააგროვა 1.7 მილიარდის ქონება მომღერალმა

რიანა ოფიციალურად მილიარდერია - ნახეთ, როგორ დააგროვა 1.7 მილიარდის ქონება მომღერალმა
ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი რიანა შეუერთდა მდიდარი ადამიანების ექსკლუზიურ კლუბს, რადგან ის ოფიციალურად მილიარდერია. ჟურნალ Forbes-ის თანახმად, 33 წლის მომღერალს, რობინ ფენტის, იგივე რიანას, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ახალი მუსიკალური ალბომი არ გამოუშვია, თუმცა აქტიურადაა ჩართული საკუთარი კოსმეტიკური ხაზის, Fenty Beauty-ს განვითარებაში და მისი ქონების ზრდა 1.7 მილიარდ დოლარამდე სწორედ ამან გამოიწვია. რიანა წილს ფლობს, ასევე, თეთრეულის კომპანია Savage x Fenty-შიც. მისი შემოსავლების გარკვეული ნაწილი კი მისი მუსიკალური და სამსახიობი კარიერის დამსახურებაა.


კოსმეტიკურ ხაზს ძალიან ბევრი ცნობილი
სახე აწარმოებს, თუმცა რიანას ბრენდი უნიკალურია იმით, რომ ის მუქი და ძალიან მუქი ფერის მქონე ადამიანებისთვისაცაა გათვლილი და ბაზარზე უპირატესობა სწორედ ამ ნიშნით მოიპოვა.


როგორც „ფორბსი“ წერს, რიანა მსოლფიოს ყველაზე მდიდარ ქალებს შორის ფეხდაფეხ მიჰყვება ოპრა უინფრის, ცნობილ ამერიკელ ტელეწამყვანსა და მსახიობს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93