მადონამ 63 წლის იუბილე შეყვარებულთან, აჰლამალიკ უილიამსთან, შვილებთან და მეგობრებთან ერთად იტალიაში აღნიშნა და ფოტოები წვეულებიდან საკუთარ „ინსტაგრამზეც“ გამოაქვეყნა. ფოტოებიდან ჩანს, რომ მომღერალმა დღე ფერად და სადღესასწაულო გარემოში გაატარა.
მადონამ ფოტოები შვილებთან, ლურდეს ლეონისთან, როკო რიჩისთან, დავიდ ბანდასთან, ესტერე ჩიქონესთან, სტელ ჩიქონესა და მერსი ჯეიმზისთან ერთადაც გამოაქვეყნა. ის შეყვარებულთან ერთად ნაყინით ხელში პოზირებს. როგორც ჩანს, ნაყინი მისი წვეულების მთავარი ატრიბუტი იყო. ვიდეოში კი, რომელიც საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, მადონამ გამომწერებს დეტალურად აჩვენა მდიდრული სუფრა, რომელიც სპეციალურად მისი დაბადების დღისთვის მომზადდა.
მადონამ ფოტოების ქვეშ უამრავი მილოცვა მიიღო როგორც გულშემატკივრებისგან, ისე ცნობილი ადამიანებისგან, მათ შორის, დონატელა ვერსაჩესგანაც: „გილოცავ დაბადების დღეს, ერთადერთო! საოცრად გამოიყურები“ - წერდა ის.
როგორც მადონამ იუბილეზე შეკრებილ სტუმრებს განუცხადა, დაბადების დღისთვის მისი სურვილია, გულშემატკივრებმა და მეგობრებმა გაიღონ შემოწირულობა Mercy James Center-ის საავადმყოფოსთვის და დაეხმარონ აფრიკაში მცხოვრებ ბავშვებს, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.