Transformers-ის ვარსკვლავი პაპარაცებმა განსაკუთრებულ ფორმაში შენიშნეს, ფოტოებმა კი სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. როგორც ჩანს, მეგან ფოქსი შესანიშნავ ფორმას ინარჩუნებს.
მეგან ფოქსი მაშინ დააფიქსირეს, როცა ის მეგობართან სტუმრად მიდიოდა. მოდელს ჯინსის შარვალი და ქურთუკი ეცვა, ქურთუკის ქვეშ კი - სალათისფერი ტოპი, რომელმაც მისი გულშემატკივრების აღფრთოვანება გამოიწვია, რადგან მეგან ფოქსის სრულყოფილი სხეული კარგად ჩანდა.
„სამი შვილის დედა, 35 წლის მეგან ფოქსი დაუჯერებლად გამოიყურება“ - წერენ ტაბლოდები. „ის ნამდვილი ქალღმერთია“, „სრულყოფილია’, „საოცრად გამოყურება“ - წერენ სოციალურ ქსელში.