ვიქტორია ბექჰემმა საკუთარ „ინსტაგრამზე“ მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. დევიდ ბექჰემი მან „ადგილობრივ ვიზაჟისტად“ მოიხსენია და თქვა, რომ ის გადაღებისთვის მაკიაჟის გაკეთებაში დაეხმარა.
მანამ, სანამ სტილისტი კენ პავესი ვიქტორიას ვარცხნილობას უკეთებდა, მან დრო იხელთა და მწვანე აბრეშუმის კაბაში პოზირებაც მოასწრო. „როგორ მოგწონთ“ - წერდა ის და აღნიშნავდა, რომ ფოტოები მამაკაცის აბაზანაში გადაიღო, რადგან იქ საუკეთესო განათებაა.
ვიქტორია ბექჰემის გადაღებაში მისი ოჯახიც ჩაერთო: „ვიპოვე ადგილობრივი ვიზაჟისტი... მგონი, ჯერ კიდევ პრაქტიკას გადის“ - წერდა ის დევიდთან ერთად გადაღებულ ფოტოზე. როგორც ჩანს, მაკიაჟის გაკეთება მათი ოჯახის წევრებს ძალიან უყვართ, რადგან გაზაფხულზე ვიქტორიასა და დევიდის 10 წლის ქალიშვილმა ჰარპერმა ასევე მიიღო მონაწილეობა დედის ერთ-ერთ გადაღებაში.