კანიე უესტმა კიმ კარდაშიანს უღალატა მაშინ, როცა მათ უკვე ორი შვილი ჰყავდათ. სწორედ ეს გახდა მისი სიმღერის „Hurricane" შთაგონება. განსაკუთრებული მსჯელობა გამოიწვია მისმა სიმღერამ სახელწოდებით „Donda”, რომლის გამოც მუსიკოსის გულშემატკივრები ერთმანეთსაც კი დაუპირისპირდნენ. „ეს ერთგვარი აღიარებაა იმ ყველაფრისა, რაც კანიემ არასწორად გააკეთა“ - წერდა გამოცემა „ინსაიდერი“. ტაბლოიდები კი წერენ, რომ სიმღერაში უესტი ირინა შეიკზე საუბრობს და მას „წიწილად“ მოიხსენიებს.
მიუხედავად იმისა, რომ კანიე უესტის არჩევნებში მონაწილეობამ მისსა და კიმის ქორწინებაზე უარყოფითი გავლენა იქონია, ურთიერთობის დაძაბვა უფრო მეტად მუსიკოსის ღალატმა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებამ გამოიწვია. განქორწინების შემდეგაც კიმი აქტიურად უჭერს მხარს ყოფილ ქმარს და საკუთარ „ინსტაგრამზე“ მის ფოტოებსაც აქევყნებს. სულ ცოტა ხნის წინ კი ის კანიე უესტის კონცერტზე Balenciaga-ს საქორწინო კაბით მივიდა.