ტომ ჰოლანდმა საკუთარ „ინსტაგრამზე“ გააზიარა „სელფი“, სადაც მას სუპერგმირის ფორმა აცვია და გვერდს მეგობარი გოგო, ზენდაია უმშვენებს. ფოტო ფილმ „ადამიანი-ობობას“ კულისებშია გადაღებული. „ჩემო მერი ჯეინ, ყველაზე ბედნიერ დაბადების დღეს გისურვებ“ - წერს ჰოლანდი.
ტომ ჰოლანდმა და ზენდაიამ არაერთი ჭორის შემდეგ საჯაროდ საკუთარი ურთიერთობა ივლისში აღიარეს, როცა გამოცემა Page Six-მა მათი პაპარაცული კადრები გამოაქვეყნა.
„ისინი ძალიან ფრთხილობდნენ, რომ მათი ურთიერთობა საჯარო არ გამხდარიყო, თუმცა ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ და დასასვენებლადაც ერთად დადიოდნენ“ - წერდა „ინსიადერი“. ზენდაია კი ამ ყველაფერს უარყოფდა: „ჩემთვის ეს სასაცილოა. რამდენი ხანია, დასასვენებლად არ ვყოფილვარ და შვებულება არ მქონია“ - ამბობდა ის. საბოლოოდ, გულშემატკივრების ეჭვები გამართლდა და წყვილი კამერების წინ ახლა თამამად ჩნდება.