25 წლის სუპერმოდელი ბელა ჰადიდი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მას „ინსტაგრამზე“ 45 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც ხშირად უზიარებს საკუთარ ფოტოებს.
ამჯერად ბელა ჰადიდი თინეიჯერობის დროს გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს: „15 წლის მე და ჩემი პირველი სამსახური... ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ იმას მივაღწევდი, რაც ახლა მაქვს... არავინ იცის, რა მოხდება ხვალ. მე ძალიან მადლობელი ვარ! ერთი სული მაქვს, გაგიზიაროთ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა... დამელოდეთ!“ - წერს სუპერმოდელი.
როგორც ჩანს, ბელა ჰადიდიმ 15 წლის ასაკში მუშაობა სწრაფი კვების ობიექტში დაიწყო. 16 წლის იყო, როცა მოდელობა გადაწყვიტა. მაშინ ბელა დიზაინის სკოლაში ფოტოგრაფიას სწავლობდა, თუმცა ამ საქმიანობაზე უარი თქვა და მთლიანად სამოდელო კარიერაზე კონცენტრირდა. ბელა Victoria’s Secret-ის ანგელოზების სიას 2016 წელს შეუერთდა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის კასტინგებზე შოუში არ მიიწვიეს. დღეს მას მსოფლიოში უამრავი ადამიანი იცნობს და მისი გულშემატკივრებისა და თაყვანისმცემლების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>