40 წლის კრისტინა აგილერა სოციალურ ქსელში "ცხელ" ფოტოს აქვეყნებს. მომღერალი მაკიაჟის სარკეში იყურება და წელს ზემოთ შიშველი, გაშლილი თმით პოზირებს.
კრისტინას გამომწერებმა მაკიაჟი მოუწონეს და ფოტოს კომენტარებში დაწერეს, რომ მომღერალი ძალიან სექსუალურია: "დაცხა", "იდეალურად გამოიყურები".
მომღერალი "ინსტაგრზმზე" აქტიურად აზიარებს საკუთარ ფოტოებს. კრისტინამ წინა კვირას ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წითელი პიჯაკით პოზირებდა და გამომწერებთან თამამი დეკოლტით წარდგა.