The Guardian-ისთვის მიცემულ სკანდალურ ინტერვიუში ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან, ბრედ პიტთან ურთიერთობას შეეხო. ის ირწმუნება, რომ ბრედთან ქორწინების დროს ის მუდმივად ღელავდა ოჯახის უსაფრთხოებაზე. ანჯელინა ჯოლიმ ასევე ისაუბრა საკუთარ წიგნზე, „იცოდე შენი უფლებები“ და განმარტა, რომ სასამართლო დავა მასსა და ბრედ პიტს შორის კვლავ გრძელდება.
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობების წყვილი ერთმანეთს ოფიციალურად უკვე გაშორდა, ბავშვებზე მეურვეობის საკითხი ჯერ გარკვეული არ არის. ბრედსა და ანჯელინას ექვსი შვილი: 20 წლის მედქოსი, 17 წლის პაქსი, 16 წლის ზაჰრა, 15 წლის შეილო და 13 წლის ტყუპი, ვივიენი და ნოქსი ჰყავთ. სასამართლო განხილვა ბრედ პიტის მიერ შვილზე განხორციელებულ ძალადობაზეც მიმდინარეობდა, თუმცა ამ საქმეში ბრედ პიტი გამართლდა.
ანჯელინა ჯოლის ინტერვიუს შემდეგ Guardian-თან ინტერვიუზე ბრედ პიტმა უარი თქვა. ანჯელინა კი ამბობდა, რომ მათ შორის განხეთქილების ერთ-ერთი მიზეზი ჰარვი ვაინშატინიც იყო. როგორც ჯოლი განმარტავს, ვაინშტაინმა მასზე ძალადობა სცადა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ახალგაზრდა ქალი კარიერას იწყებდა. მას შემდეგ ის მუდმივად ცდილობდა ჰარვისთვის თავი აერიდებინა და მასთან არც საქმიანი ურთიერთობა დაეჭირა. ბრედ პიტი კი მომხდარს არ ითვალისწინებდა და ცდილობდა, რომ ჰარვი ვაინშტაინთან სამსახურებრივი კავშირი ჰქონოდა: „ეს მე გულს ძალიან მტკენდა“ - ამბობდა ჯოლი.