ბოლო ორი წელია საქართველოში ახალგაზრდა დედებისა და ახალშობილების რიცხვმა იმატა, რაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის ნამდვილად სასიხარულო ამბავია. ახალშობილებსა და ჩვილებს შორის ისეთებიც მრავლად არიან, რომელთაც ქართველი ხალხი კარგად იცნობს, უყვართ და მათგან რჩევა-დაიგებებსაც სიხარულით იღებენ. გთავაზობთ ტოპ 5 გამორჩეულ, ლამაზ და შესანიშნავ დედა-შვილს საქართველოში.
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ანნა
ჩვენი ტოპ სიის პირველი გამორჩეული დედა შვილი ულამაზესი მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და ანნა არიან, რომლებიც ქართველი ხალხის თვალში დიდი სიმპათიით გამოირჩევიან.
უსაყვარლესი პატარა გოგო დედასთან ერთად დიდ დროს ატარებს, ძალიან ჰგავს მას და ჯანეტიც ანნას ცხოვრების მნიშნველოვან და დასამახსოვრებელ წუთებს თავის გამომწერებს უზიარებს.
უმშვენიერესი გოგონა უკვე ჯანეტის ფეხსაცმელებს ირგებს, ცოტ-ცოტას საუბრობს და ქართველ ხალხს კიდევ უფრო აყვარებს თავს.
ანი ბებია და ჯერი
ვის არ უყვარს, პატარა საყვარელი ბიჭი ჯერი და მისი დედიკო, მსახიობი ანი ბებია. ქართველი ხალხის მეორე გამორჩეულ დედა-შვილის ადგილს სწორედ ეს ორი იკავებს. პატარა ცისფერთვალება ჯერი დედისა და მამის სოციალურ ქსელებში დიდ ყურადღებას იქცევს. ჯერის ბევრი გულშემტაკივარი ჰყავს და ანი მის ფოტოებს ძალიან ხშირად აქვეყნებს.
პატარა ჯერიმ უკვე სიარული ისწავლა, ცოტას ლაპარაკობს და მშობლებსაც მეტად ემსგავსება.
ანა შელია და ელი
მოდელი ანა შელია უკვე რამდენიმე თვეა პატარა ანგელოზი გოგოს, ელის დედაა. უსაყვარლესი ელი, ანა და მორაგბე ლაშა ლომიძე საქართველოში არ ცხოვრობენ. ოჯახი წლის უმეტეს ნაწილს საფრანგეთში ატარებს.
ელი მოსიყვარულე მშობლებთან ერთად იზრდება, ანა კი პირველი შვილის სურათებს გამომწერებს პერიოდულად უზიარებს. პატარა გოგონა ძალიან ჰგავს მამას და სულ მალე ერთი წელიც შეუსრულდება.
ანა ახვლედიანი და ევა
გამორჩეული დედა-შვილის სიის საპატიო ადგილს მოდელი ანა ახვლედიანი და მისი ქალშვილი ევა იკავებენ. ულამაზესი ქართველი დედა-შვილი პოპულარობით სხვებს არ ჩამოუვარდება. მოდელი შვილის ფოტოებს ხშირად ასაჯაროვებს. ევა კი ანას გამომწერებში საკმაოდ ცნობილია.
ულამაზესი გოგონა ძალიან ჰგავს დედას, მასსავით მშვენიერი და საუცხოო გარეგნობა აქვს.
ანუკი არეშიძე და ნიკოლა
დიზაინერი ანუკი არეშიძის ბიჭი ნიკოლა საკუთარი ტანსაცმლის ხაზსაც ფლობს, პატარა ბიჭის გამოჩენას ანუკის გამომწერები ხშირად ითხოვენ, ანუკი და ნიკოლა კი სიის ბოლო წევრები არიან.
უსაყვარლესი ბიჭუნა გიჟდება მამაზე, ცელქობს და მუდამ ყველას ყურადღებას იპყრობს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>