ქართველმა მოდელმა ქეთი ჟღენტმა შვილის დაბადების დღის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. რამდენიმე დღის წინ, ქეთის მეორე შვილი, პატარა ბუბა ორი წლის გახდა მოდელმა ბიჭუნას დაბადების დღე სოციალური ქსელით მიულოცა და რამდენიმე ფოტოც გამოაქვეყნა.
მილიონერმა თოშა ქებურიამ და ქეთი ჟღენტმა პატარა ბუბას დაბადების დღე კაჭრეთის ამბასადორში აღნიშნეს, სადაც ბიჭუნამ ულამაზესი ტორტი და საჩუქრები მიიღო. თოშამ და ქეთის შვილს ბუშტებით გაფორმებული დიდი ექსკავატორი აჩუქეს.
"ექსკავატორის წვეულება" - ეს წარწერა დაურთო ქეთიმ ბუბას დაბადების დღის ფოტოზე.
ცნობისთვის, მოდელი სულ მალე მესამე შვილის დედა გახდება, ქეთის მუცელი უკვე დაეტყო, მოდელი შვილის მოლოდინშია. ქეთი ორსულობის პარალელურად ფოტომოდელობას მაინც ახერხებს. რამდენიმე კვირის წინ, ჟღენტი ერთ-ერთი ქართული ბრენდის სახე გახდა და ფოტოსესიის ფოტოები თავის გამომწერებსაც გაუზიარა.