„ბებიამ სირცხვილი დაკარგა“ - გულშემატკივრების ნაწილმა მადონა ჩაცმულობის გამო გააკრიტიკა

„ბებიამ სირცხვილი დაკარგა“ - გულშემატკივრების ნაწილმა მადონა ჩაცმულობის გამო გააკრიტიკა
მსოფლიო პოპ სცენის უმნიშვნელოვანესმა ვარსკვლავმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის მზად არის, საკუთარი გარეგნობითა და ჩაცმულობით დიდ ღონისძიებებზე ფურორი მოხდინოს. 63 წლის მადონა ყოველი საჯარო გამოჩენისას ამტკიცებს, რომ ის დაბერებას ჯერ არ აპირებს. მომღერალი კვლავ ახერხებს, გააოცოს გუშემატკივრები ექსცენტრიული ქცევითა და თვალისმომჭრელი გარეგნობით.



MTV-ის ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოება, ამ მხრივ, გამონაკლისი არ ყოფილა. მადონას თამამ ჩაცმულობას დიდი აჟიოტაჟი და განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. მომღერალს ათასობით მაყურებლის წინ სიტყვით გამოსვლისას Burberry-ის ქურთუკი და Christian Louboutin-ის ფეხსაცმელი ეცვა, რომელიც, საბოლოოდ,
BDSM-ით შთაგონებულ „ლუქს“ ქმნიდა.


მომღერლის თაყვანისმცემლების ნაწილმა მადონას ჩაცმულობა ვულგარულად შეაფასა. „ბებიამ სირცხვილი დაკარგა“, „ამაზრზენად გამოიყურება“, „პლასტიკურ თოჯინას ჰგავს“ - წერდნენ ისინი. განსაკუთრებული კრიტიკა კი მადონას მიერ გამოქვეყნებულმა ფოტომ დაიმსახურა, რომელშიც ის ზურგით დგას. წერდნენ, რომ ის უკვე დიდი ხანია, რაც 22 წლის გოგო აღარ არის და ასეთი სამოსი მას აღარ უხდება.



როგორც ცნობილია, ბოლო წლების განმავლობაში მადონამ არაერთხელ მიმართა პლასტიკურ ქირურგიას და მაკიაჟის გარეშე არასდროს ჩნდება. 2019 წელს გავრცელდა ჭორები, რომ მან საჯდომის ზომა გაიზარდა, რაც მისი ბოლო გამოჩენის დროს კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. თავად მადონამ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქვს უფლება ისე შეცვალოს საკუთარი სხეული, როგორც მოესურვება.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93