ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ეკო „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს, მისი სტილი და ვიზუალი კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. ტელეწამყვანი გამომწერებს ხშირად აძლევს რჩევებსაც თავის მოვლასა და სწორ კვებასთან დაკავშირებით.
ეკო ხშირად იღებს კითხვებს პირადი ცხოვრების შესახებაც. როგორც ცნობილია, ტელეწამყვანი შეყვარებულია და მისი რჩეული იურა რუბენიაა. ეკო ურთიერთობაზე ხმამაღლა იშვიათად საუბრობს, თუმცა მეგობარ ბიჭთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს და უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს.
ამჯერად, ეკო იურასთან ერთად გადაღებულ სახალისო ვიდეოს აქვეყნებს. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალ სეზონზე გამოვდივართ“ - წერს ეკო. როგორც ჩანს, ვიდეოს გადაღების პროცესში წყვილი ავტოვავარიის შემსწრეც გახდა: „ძალიან კი შეშგვეშინდა, მაგრამ შემთხვევა კარგად დასრულდა, არავის არაფერი სჭირს, ყველა კარგადაა“ - განმარტა ტელეწამყვანმა.