პოპულარული მომღერალი ვერა ბრეჟნევა კონსტანტინე მელაძესთან ხუთწლიანი ქორწინების შესახებ გულახდილად საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჟურნალისტებთან კონტაქტს ერიდებიან, ვერა, ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად უზიარებს საკუთარ გამოცდილებას ახალბედა წყვილებს.
ცოტა ხნის წინ მან აღიარა, რომ ქმრის მშობლებთან ცხოვრებას არასდროს დათანხმდება და რომ წყვილს საკუთარი სივრცე სჭირდება. „თუ არ გაქვს შესაძლებლობა და პირობები, ნუ შექმნი ოჯახს, ჯერ შეიქმენი პირობები და შემდეგ - ოჯახი“ - ამბობდა ის.
იმის გათვალისწინებით, რომ კონსტანტინე მელაძე მალე 60 წლის გახდება, ვერა ბრეჟნევას გულშემატკივრებს ამ თემაზე საუბარი მისგან უცნაურად მოეჩვენათ. კონსტანტინეს მშობლები უკვე ღმად მოხუცებულები არიან და ცალკე ცხოვრობენ და არასდროს გამოუთქვამთ სურვილი, რძალთან ერთად ეცხოვრათ.
აღსანიშნავია, რომ ვერა ბრეჟნევა ღიად საუბრობს პირადი ცხოვრების სხვადასხვა დეტალზე, მაგალითად იმაზე, რომ მისსა და კონსტანტინეს ცხოვრებაში რომანტიკამ უკანა პლანზე გადაინაცვლა და ვარდისფერი სათვალე უკვე დიდი ხანია, რაც მოიხსნა. ამის პარალელურად, მომღერლის გულშემატკივრები საუბრობენ, რომ ვერას მესამე ქორწინება საკმაოდ რთული აღმოჩნდა მისთვის, რადგან კონსტანტინე მეუღლეს მუდმივად ღალატობდა.
„კომპოზიტორ ვალერი მელაძეს ცხოვრება ასეთია - მას სჭირდება მუზა, ხოლო ვერასთან ქორწინების შემდეგ ულამაზესი მომღერალი უბრალო დიასახლისად იქცა და ეს რომანტიკული ხიბლი დაკარგა“ - წერენ სოციალურ ქსელში.
კომპოზიტორის რეპუტაციის კიდევ ერთი ლაქა არის პლაგიატის ბრალდება. მსახიობმა ელენა ესენინამ შეადარა მისი სიმღერა "ალუბალი", რომელიც დაიწერა 2011 წელს, მელაძის სიმღერის "ვარდისფერი კვამლი" ფრაგმენტს. აღმოჩნდა, რომ კომპოზიციები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და, მიუხედავად იმისა, რომ ელენა არ აპირებს ამ ამბის გამძაფრებას, საზოგადოებაში გამოხმაურება მაინც მოჰყვა.