2020 წლის შემდეგ, ამერიკის ყველაზე ბრჭყვიალა და პომპეზური ღონისძიება მეთ გალა დაბრუნდა. ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ ვაქცინირებულმა სელებრითებმა შეძლეს, მეთ გალას თემატიკა კი ამერიკის ისტორიას უკავშირდებოდა, ღონისძიების ყველა სტუმარი საღამოს ამერიკულ თემატიკაზე შექმნილი სამოსით იყო წარმოდგენილი. მოდის კრიტიკოსებმა მეთ გალას საუკეთესო და ყველაზე ცუდი "ლუქები" დაასახელეს, რასაც ხალხის მხრიდან განსხვავებული რეაქცია მოჰყვა.
კიმ კარდაშიანი
ამერიკელი სუპერვარსკვლავი მეთ გალას ღონისძიებაზე შეფუთული, შავ სამოსში გამოჩნდა, რამაც მოდის კრიტიკოსები გააკვირვა და საზოგადოების ნაწილიც განცვიფრებული დატოვა. კიმის წლევანდელი სამოსი მცირედით საშიში და დამაბნეველიც კი იყო.
ბილი აილიში
საუკეთესოდ შემოსილ სელებრითთა სიაში მოხვდა ბილი აილიში ოსკარ დე ლარენტას კაბით, მომღერალმა ეს იმიჯი შესანიშნავად მოირგო და წითელ ხალიჩაზეც ამაყად იპოზიორა.
რიანა და ASAP ROCKY
რეპერი და მომღერალი 2021 წლის მეთ გალაზე უცნაური სამოსით წარსდგნენ, რეპერის ჩაცმულობაზე სახუმარო კომენტარები და პოსტერებიც კი შეიქმნა, მათი სამოსი საბანს, პლედებსა და სხვადასხვა სახალისო ნივთებს შეადარეს.
ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი
ჰოლივუდის ყველაზე საყვარელი წყვილიც გამოჩნდა, ჯეილოს რალფ ლორენის ყავისფერი კაბა მოდის კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს და შავი პირბადეებით შეფუთული წყვილი გემოვნებიანად ჩაცმულთა სიას მიაკუთვნეს.
ლორდი
ბევრისთვის საყვარელი მომღერალი ლორდი თეთრი, თვლებით გაწყობილი ქვედაბოლოთი საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა. თუმცა მისმა სამოსმა ყველასთვის გემოვნებიანი სტილის სახელი ვერ დაიმსახურა.
კარლი კლოსი
კაროლინე ჰერერას ცეცხლოვან წითელ კაბაში გამოჩნდა მეთ გალაზე ვიქტორია სეკრეტის სუპერმოდელი კარლი კლოსი და სრულიად მეთ გალას ყურადღება მიიპყრო. შეუდარებელი მოდელი უდაოდ ძალიან გემოვნებიანად იყო ჩაცმული.
მეგან ფოქსი
ასევე წითელ კაბაში გამოჩნდა მსახიობი მეგან ფოქსი, რომელსაც დუნდას თასმებიანი კაბა ძალიან უხდებოდა. მსახიობის ლუქმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა.
კენდალ ჯენერი
მეთ გალა შეუდარებელი კენდალ ჯენერის გარეშე ვერ ჩაივლიდა, სუპერმოდელს ღონისძიებაზე ჟივენშის თვლებით გაწყობილი გრძელი კაბა და ხორცისფერი ბოდე ეცვა. სადა მაკიაჟითა და უკან შეკრული თმით კენდალი გემოვნებიანი ლუქების სიაში მოხვდა.
ჯიჯი ჰადიდი
ჯიჯი ჰადიდმა წლევანდელ მეთ გალაზე პრადას თეთრი-შავი კაბა მოირგო, მოდელს სამოსთან ერთად ტყავის ხელთათმანებიც ამშვენებდა და ისიც თავისთავად გემოვნებიანად ჩაცმული სელებრითების სიას შეუერთდა.
Lil Nas X
მოწონება ვერ დაიმსახურა Lil Nas X-ის ოქროსფერმა მოსასხამმა და რობოტის კოსტუმმა, მოდის კრიტიკოსების აზრი ორად გაიყო, ნაწილს მოეწონა ლის ჩაცმულობა ნაწილმა კი მის სტილს თემატიკიდან გადახვეული უწოდა.
ტიმოთე შალამე
ახალგაზრდა მსახობი ტიმოთე შალამე წლევანდელ მეთ გალაზე გემოვნებიანად ჩაცმული მსახიობის გარდა მომბივლელ მამაკაცთა სიაშიც მოხვდა, ტიმოთემ მოდის კრიტიკოსებისგან დადებითი კომენტარები მიიღო.