ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის ტელეეკრანებზეც ხშირად ჩანს და ბავშვებსა თუ მოზრდილებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევს. ქეთი ხატიაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეშვეობით გახდა და პროექტის მესამე სეზონში გამარჯვებაც მოიპოვა.
ქეთი ხატიაშვილი და „ქართული ოცნების" დეპუტატი დავით კაჭარავა სოციალურ ქსელში ერთად ხშირად ჩნდებიან. ისინი ერთად ვარჯიშობენ და ხშირად დასასვენებლადაც ერთად დადიან. ამჯერად კი ქეთი რჩეულთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს: „დღეს მე ვარ საჭესთან“, „მძღოლად ავიყვანე“ - ამბობენ ისინი.
ქეთი ხატიაშვილისა და დავით კაჭარავას ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი დაშორებულები იყვნენ, თუმცა რამდენიმე თვის წინ შერიგდნენ და, როგორც ქეთი ამბობს, თავს ერთად კარგად გრძნობენ. დაშორების დეტალებსა და მიზეზებზე წყვილი ხმამაღლა არ საუბრობს. ქეთის და დავითს სოციალურ ქსელში ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ, რომლებიც კეთილ სურვილებსა და კომპლიმენტებს წყვილის მიმართ არასდროს იშურებენ.