„მას იმხელა გავლენა აქვს, რომ მეშინია“ - რას ყვება ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესის შესახებ

„მას იმხელა გავლენა აქვს, რომ მეშინია“ - რას ყვება ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესის შესახებ
გამოცემა Adweek-თან კვირას მიცემულ ინტერვიუში ბენ აფლეკმა ჯენიფერ ლოპესის შესახებ ისაუბრა: „მე ძალიან მეშინია იმ ეფექტის, რომელსაც ჯენიფერი ახდენს მსოფლიოზე“ - აღნიშნა მან. 43 წლის ბენმა თქვა, რომ მას, როგორც რეჟისორს, შეუძლია საკუთარი ფილმებით ადამიანებს მოქმედებისკენ უბიძგოს, გრძნობები აღუძრას, ჯენიფერი კი ახერხებს, დაარწმუნოს ადამიანები, რომ ისინი უნიკალურები არიან და აქვთ საკუთარი ადგილი ამ სამყაროში. „მე არავინ ვიცი სხვა, ვისაც ასეთი გავლენა ექნებოდა საზოგადოებაზე. ერთდაერთი, რაც შემიძლია, მისი მხარდაჭერაა. მე აღფრთოვანებული ვარ ჯენიფერით“ - ამბობდა ბენ
აფლეკი.



ბენ აფლეკმა თქვა ისიც, რომ მისი რჩეული, რომელიც პუერტორიკოელია, მისაბაძი გახდა სხვა ფერადკანიანი ქალებისთვისაც. „არაერთი ქალი ვიცი, რომელიც ჯენიფერთან მადლობის სათქმელად და იმის შესახსენებლად მივიდა, რომ ის სხვებისთვის სიძლიერისა და ბრძოლის მაგალითია“ - განმარტა მსახიობმა. Adweek– ის თანახმად, 52 წლის ლოპესი და მისი საქველმოქმედო პროექტი Limitless Labs პარტნიორობენ Goldman Sachs– თან და მხარს უჭერენ ფერადკანინ მეწარმეებს.



კომპლიმენტებს საყვარელი კაცისადმი არც ჯენიფერ ლოპესი იშურებს. ბენ აფლეკის ახალი ფილმის „The Last Duel“-ის ნახვის შემდეგ მომღერალმა დაწერა, რომ ის აღფრთოვანებულია ამ ნამუშევრით.



ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი თითქმის 20-წლიანი განშორების შემდეგ კვლავ დაუბრუნდნენ ერთმანეთს. წყვილი ვენეციის კინოფესტივალზეც ერთად გმოჩნდა და, როგორც არაერთი გამოცემა წერს, ისინი ლოს-ანჯელესში სახლს ერთად ყიდულობენ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93