შაბათს ანჯელინა ჯოლი სანტა-მონიკაში, Giorgio Baldi-ში, კანადელ მომღერალ აბელ მაკონენ ტესფაიესთან, იგივე "ვიქენდთან" ერთად რომანტიკულ ვახშამზე გაემგზავრა.
46 წლის ჯოლი და 31 წლის მომღერალი პაპარაცებმა უკვე მეორედ დააფიქსირეს ერთად. მათ ორ საათზე მეტი გაატარეს მდიდრული იტალიური რესტორნის კერძო განყოფილებაში. წყვილმა რესტორანი ცალ-ცალკე დატოვა, თუმცა, როგორც კადრებში ჩანს, ანჯელინა ჩაჯდა მანქანაში, რომელიც მის პარტნიორს რესტორანთან ელოდებოდა. წყვილი პირველად იმავე ადგილას, Giorgio Baldi-ში 30 ივნისს შენიშნეს. 10 ივლისს კი ისინი პაპარაცებმა კერძო ღონისძიებაზე ერთად დააფიქსირეს.
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან განქორწინების შესახებ განცხადება სასამართლოში 2016 წელს შეიტანა. გასულ კვირას ანჯელინამ და ბრედ პიტმა გადაწყვიტეს დავა 164 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინის ქარხნის, შატო Miraval-ის შესახებ. განსაკუთრებული ხმაური გამოიწვია ჯოლისა და პიტის დავამ შვილების მეურვეობის შესახებ. როგორც ცნობილია, დღეისთვის ისინი ხუთი არასრულწლოვანი შვილის ერთობლივი მეურვეები არიან, ხოლო მათი უფროსი შვილი, 20 წლის მედოქსი, სწავლას სეულში, იონსეის უნივერსიტეტში განაგრძობს.
რაც შეეხება "ვიქენდის" პირად ცხოვრებას, მომღერალი არასდროს ყოფილა დაქორწინებული, მაგრამ ჰქონდა ორი ძალიან გახმაურებული რომანი. 2015-16 წლებში ის ხვდებოდა ბელა ჰადიდს, რომელთან ურთიერთობაც 2017 წელს კვლავ აღადგინა, თუმცა ორი წლის შემდეგ ისინი ისევ დაშორდნენ. კანადელ მომღერალს ბელა ჰადიდთან პაუზის დროს, 2017 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე, რომანი ჰქონდა მომღერალ სელენა გომესთან. როგორც არაერთი გამოცემა წერს, სელენასა და ბელასთან ურთიერთობა "ვიქენდისთვის" შთაგონების წყაროდ იქცა და სიმღერების, Privilege, Try Me, Hurt You, Call Out My Name, Wasted Times და Heartless ტექსტები სწორედ ყოფილ პარტნიორებს ეძღვნება.