"კორეელი თუ ქართველი წყვილი" - ბერა ივანიშვილი კორეელ ტიკტოკერებთან ერთად სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელ "ტიკ-ტოკზე" ახალ ვიდეოს ავრცელებენ. საქართველოში პოპულარულმა წყვილმა "ტიკ-ტოკვიდეოში" კოლაბორაციის სახით კორეელი ტიკ-ტოკერები ჩართო. ვიდეო ბერამ და ნანუკამ "ტიკ-ტოკის" ცნობილ ტრენდზე გადაიღეს.


ნანუკა და ბერა უკვე თვეებია საცხოვრებლად სამხრეთ კორეაში გადავიდნენ, თან ბერუკაც წაიყვანეს და იქ შესანიშნავ დროს ატარებენ. ბერა გამომწერებს ახალ ვიდეოებსა და კორეიდან გადაღებულ ფერად ფოტოებს არ აკლებს.


ახალ ვიდეოს მის სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წყვილის ერთად დანახვა მომღერლის როგორც ქართველ, ასევე უცხოელ გამომწერებს უხარიათ ხოლმე.
ვიდეოს კოლაბორაციამ კი ბერას და ნანუკას კიდევ რამდენიმე კორეელი გამომწერიც დაუმატა.

"კორეელი თუ ქართველი წყვილი" - წარწერა დაურთო ბერამ ახალ ვიდეოს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
Თამარი
Რა საყვარელი ბიჭი გყავთ.დაგლოცოთ უფალმა..
10:46 / 28-09-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93