გიორგი ვარდოსანიძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახე და მსახიობია. ამჯერად გიორგი საავტორო პოდკასტის წამყვანია და ყოველკვირეულად სხვადასხვა ცნობილ სახეს მასპინძლობს.
გარდა გიორგი ვარდოსანიძის კარიერისა, ყურადღებას იქცევს მისი პირადი ცხოვრებაც. ის პირველად მოცეკვავე სალომე ჭაჭუაზე იყო დაქორწინებული, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა. მეორედ კი მსახიობმა ასაკით შედარებით უფროს ქალზე, იულია არაპეტიანზე იქორწინა და ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს ერიდებოდა, მაგრამ, როგორც გიორგიმ ჟურნალ “სარკესთან“ საუბრისას თქვა, ეს ქორწინებაც განქორწინებით დასრულდა:
„პატივს ვცემ ჩემს ორივე მეუღლეს, შესანიშნავი გრძნობები მაკავშირებდა მათთან, მაგრამ დამთავრდა. შევინარჩუნეთ კარგი, მეგობრული ურთიერთობა ერთმანეთთან. მეტს ვერაფერს გეტყვით. მოვა ის დრო, როცა კვლავ მექნება ოჯახი, მეყოლება შვილები. ნელ-ნელა მივდივარ აქეთკენ, მაგრამ არსად მეჩქარება“ - ამბობდა გიორგი ვარდოსანიძე.