ორი წლის წინ შეილო ოცნებობდა, რომ ბიჭი გამხდარიყო. მან სახელიც კი გადაირქვა და ჯონი გახდა. გაიარა ჰორმონოთერაპია, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ამჟამად ის სქესის შეცვლას აღარ აპირებს.
ანჯელინა ჯოლი და მისი ოჯახი ბოლო დროს ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევიან. მედიამ აქტიურად გააშუქა მისი და ბრედ პიტის სამართლებრივი დავა, ასევე, ანჯელინას რომანი მუსიკოს „ვიქენდთან“ და მსახიობის დაბრუნება ყოფილ ქმართან. როგორც ჩანს, ანჯელინა ჯოლიმ გადაწყვიტა ეზრუნა რეპუტაციასა და სახელზე და ის კვლავ განაგრძობს პროფესიულ წინსვლას. ახალი ფილმის პრემიერაზე, რომელშიც მეომარი ფინას როლს ასრულებს, ის შვილებთან ერთად მივიდა და საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ დაიმსახურა. საღამოზე ანჯელინას შვილს, ზაჰრას, დედის კაბა ეცვა, რომელიც მსახიობმა 2014 წელს ოსკარების ცერემონიაზე მოირგო.
მედიის ინტერესი გამოიწვია ბრედისა და ანჯელინას შვილმა შეილომაც, რომელსაც, როგორც წესი, ყოველთვის კაცის სამოსში ვხედავთ. ამჯერად შეილომ საღამოს კაბითა და მსუბუქი მაკიაჟით ყველას გაოცება შეძლო. რამდენიმე წლის განმავლობაში საზოგადოება აქტიურად განიხილავდა მის თვითიდენტიფიკაციის ისტორიას და ფაქტს, რომ შეილოს სქესის შეცვლა სურდა. მსობლებმა მას ამის ნება დართეს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გახდებოდა. ამ ხნის განმავლობაში, როგორც ჩანს, შეილოს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. მან მიატოვა საკუთარი „შინაგანი ჯონი“ და ნელ-ნელა დგამს ნაბიჯებს ქალურობისკენ.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>