„ჩემი ოჯახი წინააღმდეგი იყო, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე“ - სალომე ღვინიაშვილი ვიდეოს აქვეყნებს

მოდელი, დიზაინერი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი ზაფხულის ცხელ დღეებს თურქეთში ატარებს, ულამაზეს ფოტოებს კი „ინსტაგრამის“ საშუალებით გულშემატკივრებსა და გამომწერებსაც უზიარებს.



სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პოპულარული შოუს, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეათე საიუბილეო სეზონის ერთ-ერთი მონაწილე სწორედ სალომე ღვინიაშვილი იქნებოდა. დღეს, 25 ოქტომბერს, გადაცემის პირველი ნაწილი გავა ეთერში, ამის შესახებ კი მოდელმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა და გამომწერებს მიმართა: „ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თქვენ წინაშე, ჩემი მეგობრებისა და ოჯახის წევრების წინაშე, რომლებიც წინააღმდეგი იყვნენ, რომ ამ
პროექტში მიმეღო მონაწილეობა, თუმცა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ვეცდები, მაქსიმალური გავაკეთო. არ დავზოგავ ამისთვის თავს და ვნახოთ, რას შევძლებ“ - ამბობს ის.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93