ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო ის და მისი ოჯახის წევრები ხშირად ექცევიან ყურადღების ცენტრში. განსაკუთრებული ინტერესის საგანია შარლოტა ელენა, ჩოგბურთელის გერმანელი შეყვარებული, რომელიც საქართველოს ხშირად სტუმრობს და უკვე ბასილაშვილის ოჯახსაც იცნობს.
ამჯერად შარლოტა ელენა „ინსტაგრამზე“ ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს. როგორც ჩანს, წყვილი აგრძელებს მოგზაურობას და მზის ჩასვლის ფონზე გადაღებულ ულამაზეს კადრებს გამომწერებსაც უზიარებს.