ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის ტელეეკრანებზეც ხშირად ჩანს და ბავშვებსა თუ მოზრდილებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევს. ქეთი ხატიაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეშვეობით გახდა და პროექტის მესამე სეზონში გამარჯვებაც მოიპოვა.
ქეთი და „ქართული ოცნების" დეპუტატი დავით კაჭარავა სოციალურ ქსელში ერთად ხშირად ჩნდებიან. ისინი ერთად ვარჯიშობენ და ხშირად დასასვენებლადაც ერთად დადიან. ამჯერად კი წყვილი ახალ ფოტოს აქვეყნებს: “მიყვარს ეს ფოტო და სპეციალურად ვინახავდი“ - წერს ქეთი. „ძალიან მაგარი კარდია“, „უსაყვარლესები ხართ“, „გამოგივიდათ ჩვენი შეშინება“ - წერენ „ინსტაგრამზე“.