ჯენიფერ ლოპესს, ბენ აფლეკსა და მის ყოფილ ცოლს, ჯენიფერ გარნერს, სურდათ, რომ მათი შვილების "ჰელოუინი" იდეალური ყოფილიყო. ამიტომ კვირას მალიბუში მათ ერთად შეკრება და დროის მხიარულად გატარება გადაწყვიტეს. ცხადია, აქცენტი ბავშვებსა და მათ მხიარულებაზე იყო. ლოპესისა და აფლეკის შვილები მეგობრობენ და მათ სურდათ, რომ ეს დღესასწაული ერთად აღენიშნათ. ამიტომ ჰოლივუდის ვარსკვლავებმა შეკრება და ოჯახური შაბათ-კვირის მოწყობა გადაწყვიტეს.
გამოცემა Page Six-ი წერს, რომ ბენ აფლეკმა და ჯენიფერ გარნერმა შვილებთან ერთად დრო „ჰეკლბერი კაფეში“, სანტა მონკაში გაატარეს. ყოფილ წყვილს სამი შვილი, 15 წლის ვიოლეტი, 12 წლის სერაფინა და 9 წლის სამუელი ჰყავს. მათ 2005 წელს იქორწინეს, ხოლო ათი წლის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ოფიციალურად განქორწინების დოკუმენტს მათ ხელი 2018 წელს მოაწერეს.
ჯენიფერ ლოპესი 2004-11 წლებში დაქორწინებული იყო მარკ ენტონიზე, რომელთანაც ორი შვილი, ტუპი, მაქსი და ემა ჰყავს.