ნინი ბადურაშვილსა და მის ოჯახს საქართველოში კარგად იცნობენ. ნინი ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და ტელესახეა. ის სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და პირად ფოტოებსა თუ კარიერულ სიახლეებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ნინიმ „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა და გულშემატკივრებისგან უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა: „ულამაზესი ქართველი ქალი“, „სიტყვები არ მყოფნის, საოცრად ლამაზი ხარ“, „დედოფალი“, „ძალიან ლამაზი, კეთილი და ჭკვიანი ადამიანი“ - წერენ კომენტარებში.