მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მოულოდნელი აღმოჩნდა მისი ორსულობის ამბავიც, რაც მოდელმა მაყურებლებსა და გულშემატკივრებს სულ ცოტა ხნის წინ გაუმხილა. შემდეგ კი ის სკანდალში საყვარელი მამაკაცის, დავით კოდუასა და მის ოჯახთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გაეხვა. მოგვიანებით მან საჯაროდ ბოდიშიც მოიხადა.
ამჯერად ალექსანდრა პაიჭაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ შვილის დაბადებამდე წუთებს ითვლის: „მომენატრება ეს მდგომარეობა… წუთებს ვითვლით. მადლობა საჩუქრებისთვის, მთელ სამყაროს“. ალექსანდრას ფოტოებს სოციალურ ქსელში, როგორც ყოველთვის, დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „საოცრებაა ეს გოგო“, „ასეთი ლამაზი ორსული არ მინახავს“, „სულ სხვანაირად ანათებ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.