კომპანია "ვისოლის" მეწილის, ლევან ფხაკაძის უმშვენიერეს ქალიშვილს, 27 წლის ანი ფხაკაძეს, სოციალური ქსელის მომხმარებლები კარგად იცნობენ. მან მენეჯმენტი Glion Institute of Higher Education-ში შეისწავლა, ბიზნესი და მარკეტინგი - George town University-ში. ასევე სწავლობდა Bentley University-სა და ბარსელონას უნივერსიტეტში. ანის ძალიან უყვარს მოგზაურობა და 30 ათასზე მეტ გამომწერს ხშირად უზიარებს ულამაზეს კადრებს.
ამჯერად ანი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ის დაინიშნა: „დიახ! ერთი სული მაქვს, როდის ვიქორწინებ შენზე“ - წერს ის. მან ნიშნობის ბეჭდის ფოტოც გააზიარა. შეყვარებულმა მას გულის ფორმის ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა.
ანი წლების განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა, თუმცა რამდენიმე თვეა, დიდ დროს ნიუ-იორკში ატარებს. როგორც თავად აღნიშნა, მეგობართან ერთად კოსმეტიკური ხაზის წარმოება დაიწყო, რომელიც ჯერ მხოლოდ ამერიკაში გაიყიდება. საცხოვრებლის ცვლილება კი სწორედ ამ მიზეზს უკავშირდება.
როგორც ცნობილია, ამჯერად ის შეყვარებულთან ერთად დომინიკის რესპუბლიკაში მოგზაურობს.