მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა რამდენიმე დღის წინ გადაცემა „შაბათის საღამოს“ სტუმრობდა. მან 90-იანი წლები გაიხსენა და თქვა, თუ რატომ დაიწუნეს ერთ-ერთი ცნობილი ფილმის, „შინდლერის სიის“ კასტინგზე: „ზუსტად იმის გამო დამიწუნეს, რომ ძალიან ლამაზი ვარ. ძალიან ლამაზია ეს გოგო, რომ ჰელენ ჰირშის როლი ითამაშოსო. სამწუხაროდ, ამ უნიკალურ საკულტო ფილმში ვერ მოვხვდი, იმიტომ, რომ ძალიან ლამაზი ვიყავი... ჰოლივუდში ხან იმიტომ დამიწუნეს, ძალიან ლამაზი არისო, ხან ძალიან მუქი თმა აქვსო, ძალიან ეთნიკურიაო და დავრჩი „რუსთავი 2“-ში. ჰელენ ჰირში არის ძალიან გამხდარი, ის არის ტყვე ქალი. მეც ძალიან გამხდარი ვიყავი, ყველაფერი მქონდა, მაგრამ სილამაზემ შემიშალა ხელი. თავად სპილბერგმა ასეთი განაჩენი გამომიტანა“ - ამბობს ია ფარულავა.
ია ფარულავამ პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა: „მე არ მიყვარს ყოფილებთან მეგობრობა, იმიტომ, რომ ის მორჩა, დამთავრდა. ერთთან არის ამის მცდელობა, მაგრამ რომ ზიხარ და რაღაცები გახსენდება... არ არის კარგი ყოფილებთან მეგობრობა. თუ შვილი გაკავშირებთ, ეს სხვა საქმეა, მაგრამ როცა არაფერი მაკავშირებს, არ მინდა...“ - თქვა ია ფარულავამ.