როგორც ცნობილია, სულ ცოტა ხნის წინ ბრიტნი სპირსი საბოლოდ გათავისუფლდა მამის, ჯეიმი სპირსის მეურვეობისგან. ხანგრძლივი სასამართლო პროცესის დროს მის მხარდაჭერას არაერთი ადამიანი გამოხატავდა, ხოლო გამარჯვების შემდეგ, მისი სიხარული ბევრმა ცნობილმა სახემ გაიზიარა.
ბრიტნი სპირსი სოციალურ ქსელში მის მიმართ გამოთქმულ შეფასებებსა და კომენტარებს ემხაურება: „მიყვარს ყველა, ვინც მხარს მიჭერს მე, მაგრამ გაჩუმება მაშინ, როცა სიმართლე იცი, ტყუილის ტოლფასია. 13 წლის განმავლობაში შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა არის ის, რის გამოც ადამინებს უჭირთ ამაზე საუბარი? მე ხომ ის საკუთარ თავზე გამოვცადე. ყველა მხარდამჭერს, ვინც ხმამაღლა საუბრობდა ამაზე, მადლობას ვუხდი. დიახ, მე მნიშვნელოვანი ვარ!“ - წერს ის. ბრიტნი ასევე პერსონალურ მადლობას უხდის ლედი გაგას, რომელმაც მისი მხარდაჭერა ღიად გამოხატა: „მადლობა, რომ გამონახე დრო, გეთქვა ასეთი სასიამოვნო სიტყვები, ამატირე. მიყვარხარ!“ - წერს მომღერალი.