79 წლის დიზაინერი კელვინ კლეინი საზოგადოებაში 33 წლის ბოიფრენდთან, კევინ ბეიკერთან ერთად გამოჩნდა. როგორც უცხოური მედია წერს, წყვილი ლანჩზე მიდიოდა. Mauro's Cafe-ში გასეირნების დროს კელვინ კლეინმა და მისმა მეგობარმა ბიჭმა შავი ფერის სპორტული სამოსი მოირგეს, რომელსაც „ნაიკის“ სპორტულ ფეხსაცმელთან ერთად ატარებდნენ.
კელვინ კლეინსა და კევინ ბეიკერს საკუთარ ურთიერთობაზე ხმამაღლა არასდროს უსაუბრიათ, თუმცა უკვე არაერთი წელია, ისინი საზოგადოებაში ერთად ხშირად ჩნდებიან. მათი პირველი საჯარო გამოჩენა 2016 წელს შედგა, როცა ერთად გაიარეს წითელ ხალიჩაზე ამერიკული ბალეტის თეატრის შემოდგომის გალაზე.
1964 წლიდან 1974 წლამდე კლეინი დაქორწინებული იყო ტექსტილის დიზაინერ ჯეინ ცენტრზე, რომელთანაც მას ჰყავს ქალიშვილი, ტელეპროდიუსერი მარსი კლაინი. 1986 წელს ის დაქორწინდა თავის თანაშემწე კელი რექტორზე, რომელთანაც 2006 წელს განქორწინდა. მოგვიანებით მას ურთიერთობა ჰქონდა ნიკ გრუბერთან, თუმცა მას მალევე დაშორდა. ამჯერად კი სტაბილურ ურთიერთობას ინარჩუნებს 33 წლის კევინ ბეიკერთან.