ჯენიფერ გარნერისა და ბენ აფლეკის რომანი 2002 წელს დაიწყო, მარველის კომიქსის, “Daradevil” ფილმის გადასაღებ მოედანზე. ისინი 2005 წელს დაქორწინდნენ და 10 წლის შემდეგ, 2015 წელს დაშორდნენ. წყვილს სამი შვილი ჰყავს. მათ ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი, დაძაბულობა, შერიგებისა და განშორების მომენტები.
„როდესაც მისი მზე შენთვის ანათებს, შენ გრძნობ ამას, მაგრამ როცა მზე სხვაგან ანათებს, ცივა და ჩრდილი ადგება“- განუცხადა ჯენიფერ გარნერმა “Varnity Fair”-ს ქმრის, ბენ აფლეკის შესახებ 2016 წელს, მათი დაშორებიდან ერთი წლის შემდეგ. ამ სიტყვებიდანაც ჩანს, რომ გარნერი ყოველთვის აფასებდა ყოფილ ქმარს და არასდროს ფიქრობდა, საჯაროდ მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა, განსხვავებით აფლეკისგან.
აფლეკი ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო და გარნერს ყოველთვის სურდა მისი დახმარება, თუმცა, როგორც ჩანს, მან სათანადოდ არ დააფასა ეს ყვველაფერი და ჰოვარდ სტერნთან ინტერვიუს დროს,შეურაცხყო ყოფილი ცოლი. ეს ძალიან ძნელი უნდა ყოფილიყო ისეთი ინტელექტუალური, ლამაზი და უაღრესად ნიჭიერი ქალისთვის, როგორიც გარნერია.
სტერნის კითხვაზე, რა მოხდებოდა, თუ ისინი ერთად დარჩებოდნენ, მან უპასუხა: „ალბათ, მაინც დავლევდი. მიზეზი, რის გამოც დავიწყე სმა, იყო ის, რომ ხაფანგში ვიყავი. მე ვამბობდი, რომ „შვილების გამო ვერ წავალ, მაგრამ არ ვარ ბედნიერი, რა ვქნა?!“ შესაძლოა, ეს საბაბი მეტად სარწმუნო ყოფილიყო, რომ აფლეკი არ ყოფილიყო ალკოჰოლზე დამოკიდებული წლების განმავლობაში, თუმცა იმის ფიქრი, რომ ის „ხაფანგში“ იყო თავისი შვილების დედასთან, სინამდვილეში კი ყოველ ღამე ვისკიში იხრჩობოდა, არის დიდი უსამართლობა და არაკეთილსინდისიერება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ყველაფერს აკეთებდა მის დასახმარებლად და დასაცავად.
ბენ აფლეკმა რეაბილიტაციაც რამდენჯერმე გაიარა, რათა თავი დაენებებინა სმისთვის. 2017 წელს თავის "ფეისბუკზე" ასეთი რამ გამოაქვეყნა: „მე დავასრულე ალკოჰოლური დამოკიდებულების მკურნალობა. გავაგრძელებ წარსულში დაწყებულ საქმეებს. მინდა ვიცხოვრო სრულფასოვნად, ვიყო საუკეთესო მამა. მინდა, ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ სირცხვილი არ არის დახმარების მიღება, როცა ეს საჭიროა და იყვნენ სიძლიერის წყარო ყველასთვის, ვისაც დახმარება სჭირდება და ეშინია პირველი ნაბიჯების გადადგმის. გამიმართლა, რომ მაქვს ჩემი ოჯახისა და მეგობრების სიყვარული, მათ შორის, ჩემი ყოფილი ცოლის, ჯენის, რომელიც მხარს მიჭერდა და ზრუნავდა ჩემს შვილებზე, ეს იყო პირველი წინგადადგმული ნაბიჯი“.
ეს ყველაფერი ძალიან საამაყოდ ჟღერდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ აფლეკის ალკოჰოლთან დაკავშირებული სიტყვები მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები იყო.
მან არ გამოიყენა შანსი, ბოდიში მოეხადა ყოფილი მეუღლისთვის იმ ტკივილისთვის, რაც მან თავისი მუდმივი ეგოისტური ბოდვით მიაყენა. ნაცვლად ამისა, ბენ აფლეკი მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარ საქციელში სხვას ადანაშაულებდა.
ჰოლივუდის სტანდარტებითაც კი, ეს გასაოცრად ეგოისტური საქციელია, მაგრამ გასაკვირი არ არის უაღრესად ნარცისტული 49 წლის მამაკაცის მხრიდან, რომელმაც ცოტა ხნის წინ ზურგზე ამომავალი ფენიქსის გიგანტური ტატუ დაიხატა. ეს იმის ნიშანია, რომ ბენ აფლეკს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი სიყვარული ჰყავს - ეს არა „ჯენიფერები“, არამედ მხოლოდ საკუთარი თავია.
ავტორი: ევა რუაძე