ალექსანდრა პაიჭაძემ სოციალურ ქსელში საახალწლო მილოცვა გამოაქვეყნა და ქალებსა და გოგონებს რჩევები მისცა: „გილოცავთ ახალ წელს! სიყვარულს გისურვებთ, ისეთ გულღიაობას და სინათლეს შიგნიდან, რომ ყველა სიკეთე და სისაყვარლე მიიზიდოთ თქვენ ცხოვრებაში, რომელსაც ეს სამყარო გთავაზობთ! არ არის რთული, მთავარია კეთილი გული, გაიხსენეთ დისნეის პრინცესები. მე ყოველ წელს მახსოვს მათი სისიფრიფანე და მიზანსწრაფულობა. ხოდა მივბაძოთ, ყველაფერი გამოვა” - წერს ის.
ალექსანდრამ გამომწერების მიერ დასმულ პირად კითხვებსაც უპასუხა. ერთ-ერთი მათგანი კი დავით კოდუას შვილთან, პატარა ვიქტორიასთან ურთიერთობას ეხებოდა: „სულთან ჰყავს მამიკო“ - დაწერა მან.