60 წელს მიღწეული ედი მერფი, რომელიც 1980 წლიდან გამოჩნდა კომედიურ ფილმებში, მრავალშვილიანი მამაა - მას ხუთი სხვადასხვა ქალისგან 10 შვილი ჰყავს. ბევრს ჰგონია, რომ მსახიობი ამდენი შვილის მამობას სათანადოდ ვერ უმკლავდება ან ცუდი პარტნიორია, მაგრამ მისი ქმედებები საპირისპიროზე მეტყველებს.
ედი მერფის შვილების ასაკი 2-დან 31 წლამდე მერყეობს. ვარსკვლავისა და მისი ათივე შვილის ერთობლივი ფოტო პირველად 2018 წელს გამოქვეყნდა. ფოტოზე ედის ახალშობილი ვაჟი და მისი საცოლ, პეიჯ ბათჩერიც არიან.
ედი მერფის ურთიერთობების ისტორია ასეთია: 1989 წელს ედი პაულეტ მაკნილს ხვდებოდა და მისგან შეეძინა პირველი შვილი - ერიკი; მეორე ვაჟი - კრისტიანი, 1990 წელს თამარა ჰუდისაგან შეეძინა.1993 წელს ედი ნიკოლ მიტჩელზე დაქორწინდა და წყვილს 5 შვილი გაუჩნდა.
მრავალწლიანი ცოლქმრობის მიუხედავად, ისინი 2006 წელს გაიყარნენ. განქორწინების შემდეგ ედი ჯგუფ Spice Girls-ის წევრს, მელანი ბრაუნს ხვდებოდა და 2007 წელს მისგან გოგონა შეეძინა, სახელად ენჯელი.
2016 წელს ედის მოდელი საცოლისგან, პეიჯ ბატჩერისგან გოგონა ეყოლა - იზი. მსახიობი მას 2012 წლიდან ხვდება. ედის მეათე და (ჯერჯერობით) უკანასკნელი შვილი - მაქსი, 2018 წელს შეეძინა.
ჰოლივუდის ვარსკვლავს ბევრ ინტერვიუში უსაუბრია თავის მრავალრიცხოვან ოჯახზე: "ყველა კარგად ეწყობა ერთმანეთს და სიყვარულით ვართ გარშემორტყმულნი. ეს კარგი რამაა. ჩვენს სახლში მუდმივად სიყვარულის ფესტივალია."
განაგრძეთ კითხვა