საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული კულინარიული შოუს, "მასტერშეფის" ცნობილი შეფი ლუკა ნაჭყებია საზოგადოებას ძალიან უყვარს. ლუკა, გადაცემის გარდა, ხალხს სოციალური ქსელიდანაც ახსენებს თავს და "ინსტაგრამსა" და Facebook-ზე აქტიურია. ამ ბოლო დროს შეფი თავისი კულინარიული შედევრების ვიდეორეცეპტებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ლუკას პირადი ცხოვრება დიდხანს დახურული იყო, თუმცა შეფმა რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას თავისი რჩეული გააცნო და ახლა წყვილი ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. როგორც ჩანს, ლუკა და ანუკა დროს სამზარეულოშიც ერთად ატარებენ და გამომწერებს სახალისო კადრებსაც უზიარებენ: „კაცი უნდა იყოს სამზარეულოში“ - ამბობს ანუკა ვიდეოში.