მეგან ფოქსმა საკუთარ "ინსტაგრამზე" ნიშნობის ვიდეო გააზიარა. ცერემონია 11 იანვარს შედგა. „ჩვენ ერთად გავიარეთ რთული გზა, წელიწად-ნახევრის შემდეგ კი მან ცოლობა მთხოვა. და მე ვთქვი „კი“ - წერს ის.
წყვილის ურთიერთობა სავსეა რომანტიკითა და ვნებით. ურთიერთობის გასაჯაროების შემდეგ მეგან ფოქსი და Machine Gun Kelly ტაბლოიდების ფავორიტებად იქცნენ.
„როცა პირველად ვნახე და თვალი თვალში გავუყარე, ვიფიქრე - „ვაი“ - ამბობდა მუსიკოსი საყვარელ ქალზე. მისთვის ეს პირველი ოფიციალური ქორწინება იქნება, წინა ურთიერთობიდან კი ერთი ქალიშვილი ჰყავს. ფოქსი დაქორწინებული იყო მსახიობ ბრაიან ოსტინ გრინზე, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს.