ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი ხშირად აზიარებენ ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს, გამომწერებისა და გულშემატკივრებისგან კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებენ.
ამჯერად ლიზა ჩიჩუა გამომწერების კითხვებს პასუხობს და ოჯახის, ოპირადი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ წერს. როგორც ლიზა განმარტავს, ის თვლის, რომ ყველაზე მეტად ოჯახში გუმართა, დედა კი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. კითხვაზე, რა მოსწონს მას ირაკლში, ლიზამ ასეთი პასუხი გასცა: „ერთგულება, პატივისცემა, მზრუნველობა, გვერდში დგომა და ღირსება“. ლიზამ ჩიჩუამ სწავლისა და ოჯახის შეთავსებაზეც ისაუბრა და დაწერა, რომ ეს რთული არ უნდა იყოს.