მსახიობ და ტელეწამყვან ნინუცა მაყაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ყოფილ მეუღლესა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ხმამაღლა ისაუბრა. სოციალურ ქსელში ნინუცას უამრავმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. სულ ცოტა ხნის წინ ნინუცა მაყაშვილმა რჩეულთან ერთად გადაღებული რომანტიკული ვიდეო გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, სასიამოვნო სიახლემ ნინუცას მეგობრები და გულშემატკივრები ძალიან გაახარა და წყვილმა უამრავი კეთილი სურვილი დაიმახურა.
ამჯერად ნინუცა რჩეულის შესახებ ემოციურ წერილს აქვეყნებს: „ხანდახან ხვდები ადამიანს და გრძნობ, რომ კომფორტულად ხარ! თითქოს მთელი ცხოვრებაა იცნობ და მასთან სხვა ადამიანის როლის თამაში არ გჭირდება. მე ვიპოვე ადამიანი, რომელსაც არ ეშინია, აღიაროს, რომ მოვენატრე; რომელმაც იცის, რომ არ ვარ სრულყოფილი, მაგრამ ისე მექცევა, თითქოს საუკეთესო ვარ; რომელსაც ეშინია ჩემი დაკარგვის; რომელიც საკუთარ გულს მჩუქნის; რომელიც მეუბნება „მიყვარხარ“ და ეს სიმართლეა; დაბოლოს, რომელსაც სურს გაიღვიძოს ჩემ გვერდით, დამინახოს გაჩეჩილი თმითა და ნაოჭებით, მაგრამ ყველაფერი ისევ თავიდან იგრძნოს!“ - წერს ნინუცა მაყაშვილი.