“მინდა ვიყო ცოლი“ მქვია... ყველაფერი მიყვარს, რაც მას უკავშირდება“ – ნინიკო ნაცარიშვილი "კანონიერ ქურდ" მინდია ლავასოღლისთან ურთიერთობაზე პირველად საუბრობს - Marao

“მინდა ვიყო ცოლი“ მქვია... ყველაფერი მიყვარს, რაც მას უკავშირდება“ – ნინიკო ნაცარიშვილი "კანონიერ ქურდ" მინდია ლავასოღლისთან ურთიერთობაზე პირველად საუბრობს

2022-01-21 10:21:07+04:00


ნინიკო ნაცარიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ ლევან ჯიბღაშვილთან ურთიერთობის დროს გაიცნო. წყვილი ხშირად აქვეყნებდა საერთო ფოტოებს და ისინი დაქორწინებასაც აპირებდნენ, თუმცა მოულოდნელად ერთმანეთს დაშორდნენ. მას შემდეგ ნინიკო სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდება და თითქმის არ აქტიურობს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნინიკო ნაცარიშვილი და "კანონიერი ქურდი" მინდია ლავასოღლი ფარულად დაინიშნენ.

ამის შესახებ მან პირველად საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით ისაუბრა და გამომწერების კითხვებს უპასუხა. როგორც თავად წერს,  ცოლი ჯერ ოფიციალურად არ ჰქვია, თუმცა “მინდა ვიყო ცოლი“ ჰქვია.

შეკითხვაზე - "რა არის ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონს შენს მეორე ნახევარში?" ნინიკო ნაცარიშვილი პასუხობს: “მოდით, ჩემს მეორე ნახევარზე არ ვისაუბროთ. ყველაფერი ყველაზე მეტად მომწონს და მიყვარს, რაც მას უკავშირდება.“ - წერს ნაცარიშვილი.

იხილეთ ვიდეო