„თვლიდა, რომ ყველა მოდელი არის მსუბუქი ყოფაქცევის, მე მისი სტერეოტიპები დავამსხვრიე...“ - ალექსანდრა პიაჭაძე დავით კოდუასთან ურთიერთობის შესახებ

„თვლიდა, რომ ყველა მოდელი არის მსუბუქი ყოფაქცევის, მე მისი სტერეოტიპები დავამსხვრიე...“ - ალექსანდრა პიაჭაძე დავით კოდუასთან ურთიერთობის შესახებ
ტელეწამყვანი და მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე გადაცემას „ბაიასთან" სტუმრობდა, სადაც საკუთარი კარიერისა და პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. წამყვანის კითხვაზე, როგორია ლამაზი ქალის ხვედრი, მან უპასუხა: „ლამაზზე მეტად, გამბედავს ვიტყოდი საკუთარ თავზე, იმიტომ, რომ ბევრად მეტი გავბედე, ვიდრე იმ სხვა ცნობილმა ქალებმა, ვისაც ამდენი წელია ვხედავთ ეკრანებზე, სცენაზე, ქუჩაში... მე გავბედე ვიყო ის, ვინც ვარ; ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს, სტერეოტიპების, საზოგადოებისა და ხალხის აზრის მიუხედავად“.



„არ სჯეროდათ, რომ ორსულად ვიყავი, მაგრამ როცა გავაჩინე, დაიჯერეს. ახლა ჩემი ცხოვრება
არც ისე პასიურია, როგორც მეგონა. ცოტა დავისვენე მშობიარობის შემდეგ, არ ველოდებოდი და გავიარე დეპრესიაც. ვერ აიტანეს ის, რომ 30 წლის მოდელს შეიძლება შეუყვარდეს 50 წლის კაცი, რომელიც ასევე ძალიან ენერგიულია. ბევრი შეურაცხყოფა მიაყენეს მხოლოდ იმიტომ, რომ 50 წლისაა. ამას ჩემი მეუღლეც ხომ კითხულობდა. „მართლა ასეთი ცუდი ვარ? მართლა ასეთი შეუფერებელი ვარ?“ - ამბობდა. ამაზე უფრო მწყდებოდა გული. ხშირად მეუბნება ჩემი მეუღლე, რომ მთელი მისი სტერეოტიპული აზროვნება შევცვალე. ისიც ერთი ჩვეულებრივი ტიპი იყო, რომელსაც უყვარდა კარგი ცხოვრება. თვლიდა, რომ ყველა მოდელი არის მსუბუქი ყოფაქცევის, ყველა ლამაზი ქალი არის უბედური... მე ეს სტერეოტიპები დავამსხვრიე. მე ისეთი ტიპაჟები მომწონს, ვისაც უკვე დიდი გზა აქვს გამოვლილი. ვიქტორიას დაბადების შემდეგ მე ვთვლი, რომ მეც თავიდან დავიბადე და თვითონაც. მე ვიქნები და ვარ ბედნიერი, მაგრამ მე მინდა, რომ ბევრი ადამიანი მყავდეს გარშემო ასეთი“ - თქვა მან.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ეკატერინე
ფული რას უშვება ადამიაააააააააანს......
09:56 / 27-01-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93