„მე და ჩემი სიყვარული ხშირად ვვახშმობთ ერთად; მე მას ზოგჯერ ვაბრაზებ, მაგრამ ის ჩემზე ყურებამდეა შეყვარებული... ძლიერ ქალს ძლიერი კაცი სჭირდება გვერდით და არა სუსტი, ყალბი ბიჭი...“ - ნეკა დოროყაშვილი საყვარელ მამაკაცზე წერს

„მე და ჩემი სიყვარული ხშირად ვვახშმობთ ერთად; მე მას ზოგჯერ ვაბრაზებ, მაგრამ ის ჩემზე ყურებამდეა შეყვარებული... ძლიერ ქალს ძლიერი კაცი სჭირდება გვერდით და არა სუსტი, ყალბი ბიჭი...“ - ნეკა დოროყაშვილი საყვარელ მამაკაცზე წერს
ბოლო დროს ნეკა დოროყაშვილი ოჯახური კონფლიქტის გამო კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. მისი მისამართით უამრავი კომენტარი გაკეთდა და მას მხარდაჭერა არაერთმა ადამიანმა გამოუცხადა. ნეკამ ამის შესახებ საკუთარ "ინსტაგრამზე" დაწერა:

„ამ სრულ ეიფორიაში უამრავი თქვენგანი მეკითხება, როგორ ვიპოვოთ სწორი პარტნიორი ისე, რომ ტრაგიკული შეცდომა არ დავუშვათ. ეს რთული თემაა ჩემთვის, მაგრამ მაინც გეტყვით, რას ვფიქრობ.
მე და ჩემი სიყვარული ერთად ვვახშმობთ. დიახ, მე მას ხანდახან ვაბრაზებ, მაგრამ ის ჩემზე ყურებამდეა შეყვარებული. რაც უნდა მოხდეს, ის ყოველთვის
მეუბნება, რომ მისი „ცქნუფა“ ვარ. იპოვეთ კაცი, რომელიც გახდება თქვენი მეგობარი, თანამებრძოლი და მოტივატორი. მთავარი ხომ არ არის ის, უბრალოდ ვინმესთან ერთად იყო; მთავარია, იპოვო კაცი, გააძლიეროთ ერთმანეთი და გადალახოთ სირთულეები. ძლიერ ქალს უკან ძლიერი კაცი სჭირდება. სჭირდება ცხოვრების პარტნიორი, მესაიდუმლე, თანამებრძოლი, რომელთან ერთადაც კედლებს გადადგამს და არა ყალბი და სუსტი ბიჭი. არასდროს მისცეთ კაცს უფლება, აგირჩიოთ, ქალმა ყოველთვის თავად უნდა აირჩიოს კაცი. ყოველთვის ჰკითხეთ საკუთარ თავს, არის თუ არა ის სწორი ადამიანი და ერთნაირად უყურებთ თუ არა სამყაროს!“ - წერს ნეკა დოროყაშვილი. 


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93