გურამ ლომიძე და ხატია შამუგია ერთ-ერთი იმ წყვილთაგანი იყო, რომელზეც საზოგადოება ბევრს საუბრობდა. უამრავი ჭორი გავრცელდა მათი დაშორების შესახებაც. ამ თემაზე გურამ ლომიძემ საჯაროდ გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ისაუბრა: "სხვა გოგოსთან არ დავდიოდი, ფლირტის დონეზე იყო მიმოწერა. ხატიამ ჩათვალა, რომ ვუღალატე. არადა, არ მიღალატია იმ პერიოდში“ - ამბობდა მომღერალი. ამჯერად კი ხატია შამუგიამ გურამ ლომიძესთან ურთიერთობაზე "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "The Talk შოუში" ისაუბრა: "ბოლო წვეთი იყო გურამიკოს პატარა ფლირტი, რომელიც მაშინვე არ ვაპატიე და დღემდე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორად მოვიქეცი. გურამიკოს დღესაც რომ ჰკითხოთ, ამბობს, რომ ოჯახი მე დავანგრიე, მაგრამ იმაზეც ვთანხმდებით, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო. მივხვდი, რომ სახლიდან რომ გადიოდა, ვეჭვიანობდი, ჩემი თავი აღარ მომწონდა... როცა ადამიანს არ ენდობი, ძალიან მძიმეა" -აღნიშნა მან.