"ღამის შოუს’’ წამყვანი გიორგი გაბუნია ურთიერთობაში ნინი ფუტკარაძესთან იმყოფება და წყვილი ერთმანეთის შესახებ სხვადასხვა ჟურნალებთან საკმაოდ ხშირად საუბრობენ. როგორც ჩანს, ნინიც და გიორგიც ქუთაისიდან არიან და მათი მშობლებიც დიდი ხანია კარგად იცნობენ ერთმანეთს.
გიორგი გაბუნია უკვე 3 წელია, რაც ღამის შოუს წამყვანია, რაც შეეხება მის რჩეულს, ნინი პროფესიით იურისტია.
მათი თქმით, პანდემია რომ არა, დიდი ხნის წინ მოაწერდნენ ხელსაც და ერთად ცხოვრებას დაიწყებდნენ, თუმცა ,,ცეკვავენ ვარსკვლავებში’’ მონაწილეობის გამოც ქორწილის თარიღმა გადაიწია.
მიუხედავად იმისა, რომ ნინი ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, გიორგის აზრით უპასუხისმგებლობაა, როდესაც კაცი საყვარელ ადამიანს იპოვის და მასთან ოჯახის შექმნაზე არ ფიქრობს. სწორედ ამიტომ, დაკავებული გრაფიკის მიუხედავად ცდილობს თავდაუზოგავად იმუშაოს, რათა მომავალი მეუღლისათვის საჭირო პირობები შეიქმნას.
,,გიორგი არასდროს მაგრძნობინებდა, რომ პოპულარული იყო და ამ ფაქტს უნდა შევგუებოდი. როცა ქუჩაში ცნობენ, უღიმიან, ესალმებიან და დადებით ემოციებს გამოხატავენ, ძალიან მსიამოვნებს და არასდროს მიფიქრია, რომ შეიძლება, მისმა პოპულარობამ შემზღუდოს ან რამეში დამაბრკოლოს. პირიქით, ჩემთვის სასიამოვნოა, ყურადღების ცენტრში რომ არის.’’ - თქვა ფუტკარაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ გიორგის მიმართ გამოხატული ზედმეტი ყურადღება დისკომფორტს არ უქმნის, რადგან როგორც თავად გიორგი ამტკიცებს, ზედმეტად ერთგულია და ყველანაირ ეჭვს აქარწყლებს.
წყვილი დაქორწინებას დაახლოებით ერთ წელში გეგმავს, მაშინ, როდესაც ნინი სწავლას მორჩება და გიორგიც ფინანსურად უფრო გამართული იქნება. გიორგის აზრით მათი გზა ია-ვარდით მოფენილი არ იქნება, თუმცა სიყვარულს ყველა სიძნელის გადალახვა და ოჯახის ტვირთის ღირსეულად ტარება შეუძლია.
როგორც ჩანს, ნინი და მისი ოჯახის წევრები გიორგის არცერთ გადაცემას ტოვებენ ყურადღების გარეშე და თავად ნინი მომავალი მეუღლის მიმართ კრიტიკულ კომენტარებსაც არ იშურებს.
,, არცერთ გადაცემას არ ტოვებს, თავის მოსაზრებებს მიზიარებს და შენიშვნებსაც მეუბნება ხოლმე: სტუმრებთან, ჩაცმულობასთან თუ ვარცხნილობასთან დაკავშირებით. ძალიან კრიტიკული არ არის, მაგრამ ლმობიერსაც ვერ დავარქმევ.’’ - ამბობს გიორგი.
მართალია, ორივე ქუთაისიდან არიან, თუმცა ერთმანეთი თბილისში გაიცნეს და სწორედ ასე აეწყო მათი ურთიერთობა, რომელიც უკვე 3 წელია, რაც გრძელდება.
ელენე ასათიანი