მსახიობი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი "ინსტაგრამზე" პოსტს აქვეყნებს, სადაც დედობასა და მასთან დაკავშირებულ სირთულეებზეა საუბარი.
"როგორ მინდა, ვინმე ჯიგარი გამომიხტეს პოსტზე და მითხრას, რომ დედობაზე რთული სამსახური აქვს. მინდა, მომიყვეს, როგორ გაწამდა 9 თვე, როგორ სტკივა დღემდე ზურგი და როგორ არ სძინებია მრავალი წელი იმიტომ, რომ მის შვილს არ ეძინა. ისე მინდა, ვინმემ მითხრას, რომ მშენებლობაზე, ჯარში, პოლიციაში (არ ვიცი, კიდევ რა შეიძლება იყოს რთული პროფესია) არ აქვთ დღეში 2 წუთი ტუალეტში განმარტოებისთვის! იმიტომ, რომ დედას ნამდვილად არ აქვს! ინტელექტუალური პროფესიის წარმომადგენლებისგანაც მაინტერესებს, ოდესმე თუ გაუგიათ საოცარი კივილი იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც უნდა და ჯერ ვერ გიხსნის, რა უნდა. ამიტომ ისვრის ყველაფერს და თითს იქნევს ჰაერში! უნდა იფრინოს, როგორც სუპერმენი დაფრინავს, ან უნდა ნაყინი. ორივე შემთხვევაში ახსნის მეთოდი ერთია, კივილი. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ დედობაზე რთული არაფერია. ღამეც გამითენებია მუშაობაში და დაღლილიც მოვსულვარ გადაღებიდან, მაგრამ ბავშვთან გატარებულ დროს ვერაფერი შეედრება. დედებო, გილოცავთ დედის დღეს, ღმერთმა ჯანმრთელი გიყოლიოთ შვილები. ზუსტად ვიცი, ეს არის ყველა დედისთვის მთავარი.
პ.ს. სხვათა შორის, სხვა პროფესიებისგან განსხვავებით, ჩვენ ხელფასიც არ გვაქვს...’’ - წერს ნუკი.
პოსტის ბოლოს კი დედობის დღეს საკუთარ დედასაც ულოცავს:
,,გილოცავ დედის დღეს. როგორ გაგვიძელი, არ ვიცი, მადლობა ყველაფრისთვის. ნეტა შენი მეხუთედი დედა გამოვიდეს ჩემგან, აი, მე-100 მაინც.’’