„შვილებს ზღაპრებს რომ მოუყვები სიკეთესა და ბოროტებაზე, უთხარი, რომ შენ ბოროტებას უმრეროდი... არავის სჭირდება ახლა შენი სიმღერა!“ - რას სწერენ ქეთა თოფურიას სოციალურ ქსელში - Marao

„შვილებს ზღაპრებს რომ მოუყვები სიკეთესა და ბოროტებაზე, უთხარი, რომ შენ ბოროტებას უმრეროდი... არავის სჭირდება ახლა შენი სიმღერა!“ - რას სწერენ ქეთა თოფურიას სოციალურ ქსელში

2022-03-05 14:33:57+04:00

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მომრერალმა ქეთა თოფურიამ საკუთარ სოციალურ ქსელში ფოტო წარწერით „არა ომს“ გამოაქვეყნა. მას შემდეგ, რაც ქეთა თოფურიამ კრემლში 8 მარტისადმი მიძღვნილ კონცერტზე მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო, ის კრიტიკის ობიექტი გახდა. სოციალურ ქსელში მას არაერთ ნეგატიურ კომენტარს უწერენ და ამ ნაბიჯის გამო კიცხავენ:

"შვილებს ზღაპრებს რომ მოუყვები სიკეთეზე და ბოროტებაზე, აუცილებლად უთხარი, რომ შენ ბოროტებას უმღეროდი და ვაზელინის დიდი პარტია გქონდა..."

"გამოდით, რუსო "ზვეზდებო", გამოუცხადეთ - არა ომს!! როგორ დაგაჩმორათ პუტლერმა, ან ნუთუ ასეთი ბრმები ხართ, სიმართლეს ვერ ხედავთ? რად გინდათ საერთოდ რამე, მშვიდობა თუ არ გექნებათ? უფალო გევედრები, გადაარჩინე უკრაინა, მისი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა ამ ურჩხულის წინააღმდეგ, რასაც პუტინის რუსეთი ჰქვია! slava ukraini!"

"თუ არ აპროტესტებ შენი პუტინის ქმედებებს, უდარდელ პოსტებს მაინც ნუ დებ! არავის არ ჭირდება ახლა შენი ერთი ადგილის ქნევა და სიმღერა. ამხელა რუსი აუდიტორია გყავს და ამის მაგივრად, დადე სწორი ინფორმაცია, თუ რა ხდება უკრაინაში და შეაგნებინე მაგ იდიოტ ერს... Слава Украине!

"ქეთა კარგია, რომ ახლა მაინც შეგტკივა გული უდანაშაულო ადამიანების დაღუპვაზე! მაგრამ იცი რა არის სამწუხარო? 2008 წელს შენი ქვეყნის უდანაშაულო ხალხის დახოცვაზე პუტინის მიერ და უამრავი ადამიანის სახლიდან გამოგდებაზე რეაქცია არასდროს, ვიმეორებ, არასდროს გქონია! პირიქით, აგრძელებდი ასე უპოზიციოდ პუტინის წინაშე შენს ბრწყინვალე კარიერას! ახლა გვიანია! აღარც საქართველოში გამოქცევის დროა, როგორც ბევრ რუსს უნდა, დარჩით მანდ და თქვენს თავზე გამოსცადეთ იმის შედეგი, რასაც პუტინი თქვენი საშუალებით თესავდა ეს წლები!.." - წერენ სოციალურ ქსელში.