მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე ბიზნესმენ დათო კოდუასთან გადაღებულ ახალ ფოტოს საკუთარ "ინსტაგრამზე" აქვეყნებს. ალექსანდრას ბიზნესმენისგან შვილი გასულ წელს შეეძინა, შვილს კი ვიქტორია დაარქვა.
ალექსანდრა საყვარელი ადამიანის ვინაობას დიდხანს საიდუმლოდ ინახავდა, თუმცა, საბოლოოდ, მან გულშემატკივრებს მისი და კოდუას ურთიერთობის შესახებ გაუმხილა და ხალხისგან კრიტიკის მსხვერპლიც არაერთხელ გახდა.
პაიჭაძეს გამომწერები ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობის გამო აკრიტიკებდნენ, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მას დავით კოდუას შვილთან, კატო კოდუასთან ჰქონდა უთანხმოება.
მოდელი მისი და დავით კოდუას ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს, თუმცა ყოველთვის აღნიშნავს, რომ მასთან ბედნიერია და წყვილს ურთიერთობაში პრობლემები არ აქვს.
ამჯერად ალექსანდრამ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ბიზნესმენთან და წითელ ვარდებთან ერთად პოზირებს.
"დიდი ბოდიში ალექსანდრასთან, მაგრამ ეს რომ არ დავწერო, არ შემიძლია... შვილებს ამას როგორ აყურებინებ, როგორ უშვებ?" - მარიამ კუკუნაშვილი
"არ დაიჯეროთ, ხალხო, არავინ, რომ დათო ოდესმე ცოლს მიატოვებს, რაც არ უნდა მოხდეს... ძალიან ძლიერი ფესვები აქვს მათ სიყვარულს" - რას წერს ია ფარულავა დავით კოდუაზე
„შეიძლება, ეს ადამიანი არ გიყვარდეს უზომოდ?! გვიყურეთ ბევრი წელი და ისწავლეთ!“ - ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან ერთად გადაღებულ ვიდეოებს აქვეყნებს